ტენესის შტატში წყალდიდობას სულ მცირე ათი ადამიანი ემსხვერპლა

11:00, 22.08.2021

ტენესის შტატში წყალდიდობას სულ მცირე ათი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. 31 ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება.

სტიქია პარასკევს დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. შტატის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, განგაშის მე-3 დონე გამოაცხადა და ადგილობრივებს მოუწოდა, არ ემგზავრათ ავტომობილებით და თავი აერიდებინათ დატბორილი გზებისთვის.

სამაშველო ოპერაციებში სამხედრო ტექნიკაც ჩაერთო.

მსგავსი