ტენესის შტატში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 დაიჭრა
ტენესის შტატში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 დაიჭრა

ტენესის შტატში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტის შედეგად მაღაზიაში პანიკა დაიწყო.

ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთს ოპერაცია სჭირდება, კიდევ ერთი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული.

პოლიცია თავდამსხმელისა და დანაშაულის მოტივის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს. თუმცა, ამერიკული მედია წერს, რომ ბოროტმოქმედი ამავე სუპერმარკეტის თანამშრომელი იყო, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს.