ტენდაი მტავარირა სამხრეთ აფრიკის ნაკრებიდან მიდის
ტენდაი მტავარირა სამხრეთ აფრიკის ნაკრებიდან მიდის

ლეგენდარული მორაგბე, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი ტენდაი მტავარირა სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს დაემშვიდობა.

34 წლის მტავარირა, რომელსაც გულშემატკივრებმა „მხეცი“ შეარქვეს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯია და ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ 2019 წლის თასის მფლობელმა მორაგბემ ნაკრების დატოვება ტრიუმფის შემდეგ გადაწყვიტა.

„ძალიან გამიმართლა, რომ ვიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია. მე დამრჩა უამრავი ძვირფასი მოგონება, მთელი ცხოვრება რომ გამყვება. სიმართლე გითხრათ,  მსოფლიო თასის მოგება საუკეთესო დროა კარიერის დასასრულებლად“, – განაცხადა ტენდაი მტავარირამ.