თენ ჰაგს კრიშტიანო რონალდოს შენარჩუნება უნდა #1TVSPORT
თენ ჰაგს კრიშტიანო რონალდოს შენარჩუნება უნდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავალ მთავარ მწვრთნელს ერიკ თენ ჰაგს სურს, რომ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო დარჩეს გუნდში 2022-23 წლების სეზონში, – დაწერა გაზეთ The Telegraph-ის ჟურნალისტმა ჯეისონ ბერტმა.

თავად პორტუგალიელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თავის მომავალზე. მისი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა ფორვარდს სურს სათამაშო დროის გარანტიის მიღება.

ჭორების მიხედვით, თენ ჰაგი მოხარული იქნება გუნდში პორტუგალიელის კიდევ ერთი სეზონით შენარჩუნებით, მაგრამ თუ კრიშტიანო მოისურვებს კლუბის გამოცვლას, მას წასვლის საშუალებას მისცემენ.

2021-22 წლების სეზონში რონალდომ საკლუბო დონეზე 38 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.