თემურ შალამბერიძე - „საბურთალოს“ წარმატებებს ვუსურვებ
თემურ შალამბერიძე - „საბურთალოს“ წარმატებებს ვუსურვებ

თემურ შალამბერიძემ „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გუნდთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. თუმცა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ტრავმიანობის კუთხით იყო პრობლემები, დღესდღეობით გუნდი გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. „საბურთალოსთან“ ერთად ბევრი კარგი დღე მახსენდება, ერთ-ერთი არის სუპერთასის მოგება, რომელიც გუნდმა თებერვალში მოიპოვა. ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ „საბურთალოს“ ბოლო 8 შეხვედრაა არ წაუგია და ლიდერთა შორის იმყოფება. მიუხედავად ამისა, გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დავტოვე,“ – ამბობს თემურ შალამბერიძე.

მან გუნდს წარმატებები უსურვა:

„მინდა „საბურთალოს“ მომავალში წარმატებები ვუსურვო. ასევე, მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას იმ ნდობისთვის, რაც მათ ჩემს მიმართ გამოხატეს. „საბურთალოს“ გულშემატკივრად ვრჩები და მჯერა გუნდი ტიტულებისთვის იბრძოლებს“.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოში“ თემურ შალამბერიძის ნაცვლად ლევან კორღალიძე დანიშნეს, რომელიც ბოლოს „ლოკომოტივს“ ავარჯიშებდა.