თემურ შალამბერიძე - კოხრეიძის შესახებ საბოლოო პასუხი მალე გვეცოდინება
თემურ შალამბერიძე - კოხრეიძის შესახებ საბოლოო პასუხი მალე გვეცოდინება
ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამარჯვების შემდეგ, „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ შალამბერიძემ კომენტარი გააკეთა.
 
„ქუთაისში სამი ქულის მოპოვება ყველა კლუბს უჭირს. არც ჩვენ ველოდით იოლ შეხვედრას, თუმცა სასიხარულოა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. მნიშვნელოვანი სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ“, – ამბობს თემურ შალამბერიძე.
მან გიორგი კოხრეიძის მდგომარეობაზეც ილაპარაკა, რომელიც დაშავებულია და წიანსწარი შეფასებით, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
„რაც შეეხება გიორგი კოხრეიძეს – წინა ტურში „ლოკომოტივთან“ მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო. ექიმები მას საფუძვლიან კამოკვლევას უტარებენ. ამის შემდეგ საბოლოო პასუხი გვეცოდინება“, – აცახდებს შალამბერიძე.