თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისში“ წმენდა დაიწყო
თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისში“ წმენდა დაიწყო

გორდონ შილდენფელდი იქნება პირველი ფეხბურთელი, ვინც ამ ზამთარს ფამაგუსტას „ანორთოსისს“ დატოვებს, – ასეთ ინფორმაციას გამოცემა „სიგმალაივი“ ავრცელებს.

„თემურ ქეცბაიამ „ცოცხი აიღო“ და არასასურველი ფეხბურთელების გაშვება დაიწყო. „ანორთოსისის“ დღევანდელი შემადგენლობა კი მას არ აკმაყოფილებს“, – წერს გამოცემა „სიგმალაივი“.

კვიპროსული გამოცემის ცნობით, ქეცბაიას შემადგენლობის გაძლიერება ისედაც სურდა, მაგრამ ბოლო წვეთი იყო კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში ლომასოლში კონკურენტ „აპოლონთან“ მტკივნეული მარცხი – მისი გუნდი პირველ ტაიმს 0:2-ს იგებდა, საბოლოოდ 3:2 დამარცხდა და კონკურენტთან დაწევის შანსი დაკარგა.

უკიდურესად იმედგაცრუებულმა თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს სჭირდება ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ასეთ მეტოქეს გაუმკლავდებიან – მისი თქმით, „ანორთოსისს“ განსაკუთრებით დაცვაში უჭირს.

აპოლონთან“ მძიმე მარცხის შემდეგ „ანორთოსისი“ კაპიტანმა, 35 წლის ხორვატმა მცველმა გორდონ შილდენფელდმა დატოვა, რომელსაც 2009–2016 წლებში თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული, უთამაშია „ბეშიქთაშსა“ და ფრანკფურტის „აინტრახტში“.