კვიპროსული მედიის გავრცელებული ცნობა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა, გიორგი ლორიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ბოლო საკონტროლო შეხვედრა აელ-თან ტრავმის გამო გამოტოვეს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ უარყო.
„მედიის ცნობა, რომ ჩვენს ორ ფეხბურთელს, ლორიას და ოქრიაშვილს პრობლემები აქვთ და ტრავმები აწუხებთ, არასწორია. მე უბრალოდ გადავწყვიტე, რომ მათ დაესვენათ, რადგან ოქრიაშვილმა ყველა საკონტროლო მატჩი ჩაატარა, ხოლო კარში სხვა მეკარის ნახვა მსურდა“ – ამბობს თემურ ქეცბაია.
შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისში“ აელ-თან მხოლოდ ნიკა კაჭარავამ ითამაშა – ფამაგუსტას გუნდმა მათ გარეშე მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მურთაზ დაუშვილი სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.