თემურ ქეცბაია კვიპროსში საუკეთესოა - ქართველი სპეციალისტი კოლეგებმა გამოარჩიეს
თემურ ქეცბაია კვიპროსში საუკეთესოა - ქართველი სპეციალისტი კოლეგებმა გამოარჩიეს

თემურ ქეცბაია ოქტომბრის თვეში კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელია – ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელზე ინფორმაციას კვიპროსული გამოცემები ავრცელებენ.

გამოკითხვას კომპანია Winmasters–ი ატარებს, რომელშიც ჩემპიონატის მონაწილე 14-ვე გუნდის მწვრთნელი მონაწილეობს. ხმა ადგილების მიხედვით 5 (პირველი), 3 (მეორე) და 1 (მესამე) ქულად ფასობს.

ქეცბაიამ დააგროვა 42 ქულა. 12-მა გამოკითხულმა ის პირველ და მეორე ადგილებზე დაასახელა და მეორეადგილოსანის, ნიქოზიას „ოლიმპიაკოსის“ მთავარ მწვრთნელს, იანის პეტრაკისს (22 ქულა) საგრძნობლად გადაასწრო.

ოქტომბერში „ანორთოსისმა“ მოიგო ოთხი შეხვედრა – „ოლიმპიაკოსთან“, „ნეა სალამინასთან“, აპოელ-თან და ახლახანს „ეთნიკოსთან“.

დატოვე კომენტარი