თემურ ქეცბაია - „ანორთოსისი“ ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - „ანორთოსისი“ ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ანორთოსისმა“ წაუგებელი მატჩების სერია 6-მდე გაზარდა, ახნასეთნიკოსთან“ (0:2) გასვლაზე მოგებული შეხვედრით კი გუნდი ოთხეუში დაწინაურდა. ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიას მატჩის შემდეგ ისაუბრა, რომ გუნდმა იმიჯი გაუმჯობესდა:

ახნასეთნიკოსთან“ რთული თამაში მოვიგეთ, რომელთანაც ყოველთვის გვიჭირდა. მთელი თამაში მეტოქეზე უკეთესები ვიყავით და საკუთარ კართან პრობლემების შექმნის საშუალება არ მივეცით. მეორე ტაიმში ორჯერ ძალიან კარგი შეტევა წამოვიწყეთ, ორი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს. ბოლო მოგებებმა გუნდის იმიჯის გაუმჯობესების საშუალება მოგვცა, რაც ძალიან მახარებს“, – განაცხადა ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მიზნები ახსენა და თქვა, რომ კვიპროსის ჩემპიონობისა და თასის მოსაგებად იბრძოლებენ:

„ზაფხულიდან მოყოლებული სამ ფრონტზე ვიბრძოდით, ჩემპიონატში, თასსა და ევროტურნირზე. კონფერენს ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მობილიზებულები მხოლოდ კვიპროსულ ტურნირებზე ვართ. ახლა ორი მიზანი გვაქვს – კვიპროსის ჩემპიონატის და თასის მოგება. ამ მიზნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“.