თემირლან მაჩალიკაშვილს თბილისში გადმოიყვანენ
თემირლან მაჩალიკაშვილს თბილისში გადმოიყვანენ

პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს თბილისში პოლიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, პაციენტის ტრანსპორტირება შესაძლებელია და ინტენსიური დაკვირვებისა და ყველა სერვისის მისაღებად თბილისში, ნეიროქირურგიის კუთხით მეტი შესაძლებლობაა.

პაციენტს ექიმები ტრანსპორტირებისთვის უკვე ამზადებენ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა/