თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში კენჭს უყრიან
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში კენჭს უყრიან

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში კენჭს უყრიან.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასათვალისწინებელია, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომების დახურვა რთულია.

„პარლამენტი გადაწყვეტილებას კენჭისყრაზე მიიღებს. რაც შეეხება მიზანშეწონილობას, საგამოძიებო კომისიას ერთი სირთულე აქვს, სხდომების დახურვა რთულია. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობა და უმრავლესობა არც ერთ მხარეს არ აქვს. შესაძლოა, ამან საგამოძიებო კომისიის მუშაობას პრობლემა შეუქმნას და შეუძლებელი გახდეს სწორი დასკვნების გამოტანა საქმესთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ამ თემასთან საჭიროებს დახურვას. ეს არის ნიუანსი, რომელიც არის გასათვალისწინებელი“,  – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით,  ყველა დეტალის გათვალისწინებით დეპუტატები საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„ყველა ერთად ვიხილავთ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოო ჯამში პარლამენტი ამ თემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება“,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს.