თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - არც ერთ დედას არ ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას
თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - არც ერთ დედას არ ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას

დაე, ჩემი შვილი იყოს ბოლო, ამ სისტემისგან განწირული, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა რუსთაველის გამზირზე მიდმინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი წელია მისი ოჯახი ითხოვს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, მაგრამ უშედეგოდ.

„დაე ჩემი შვილი იყოს ბოლო, ამ სისტემისგან განწირული. დღეს თემირლანი 20 წლის გახდებოდა, რომ არა ეს „ოცნების“ ხელისუფლება. დაე, ყველა დედას, ყველა მშობელს უმყოფოს შვილები ბედნიერები. ღმერთმა არ ანახოს ბავშვის სიკვდილი. არც ერთ დედას არ ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას.

ჩემ შვილს ოცნებები „ოცნებამ“ წაართვა. ერთი წელია ვითხოვთ ამ ხელისუფლებისგან აღიარონ თავიანთი დანაშაული, მაგრამ ტყუილად“,-განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია გაიმართა.