ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა „სამეფო კარის თამაშების" მერვე სეზონისთვის გადაიღეს
ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა „სამეფო კარის თამაშების" მერვე სეზონისთვის გადაიღეს

ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა „სამეფო კარის თამაშების” ფინალურ, მერვე სეზონში იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ themuse ავრცელებს.

ბრძოლის სცენის გადაღება 55 დღე გრძელდებოდა და ის ცოტა ხნის წინ დასრულდა.

“მართალია  გადაღება ძალიან შრომატევადი და დამქანცველი იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?!  წარმოდგენაც კი არ გაქვთ, ისეთი გრანდიოზული რამ გელოდებათ წინ”, – განაცხადა GOT-ის პროდიუსერმა.

HBO საკულტო სერიალის, „სამეფო კარის თამაშების” მერვე სეზონს მთელი მსოფლიო ელის.  პროდიუსერებმა განაცხადეს, რომ ფინალურ სეზონში რამდენიმე მთავარი პერსონაჟი მოკვდება.

ბოლო დროის ყველაზე რეიტინგული და პოპულარული სერიალის ბოლო სეზონი 2019 წელს გამოვა. HBO-ს ინფორმაციით, „სამეფო კარის თამაშების“ დასკვნითი სეზონი ძალიან მასშტაბური იქნება.

მე-8  სეზონი ექვსი ეპიზოდისგან შედგება.