ტელეკომპანია „იმედი“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ავრცელებს ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ

ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, უკრაინული „ობოზრევატელი“ ავრცელებს ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე საუბრობენ.

„იმედის“ ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, რომელთა ავთენტურობა არ არის დადგენილი, საუბარი ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლასა და არეულობის ორგანიზებას შეეხება.

კიდევ ერთი ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი, საუბრობს სალომე სამადაშვილი, თუმცა არ არის დასახელებული, ვის ელაპარაკება იგი. სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაზე საუბრობს.

დატოვე კომენტარი