Telegraph - ლონდონი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებსა და სადაზვერვო ხომალდს გაგზავნის
ლონდონი უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებსა და სადაზვერვო ხომალდს გაგზავნის,- ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანელი სპეციალისტები უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმებსა და საზღვაო ქვეითებს გაწვრთნიან.
როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გვენ უილიამსონი ამბობს, რეგიონში გაგზავნიან სადაზვერვო ხომალდ Echo-ს, რომელის ეკიპაჟიც 72 წევრისგან შედგება.
„ვიდრე უკრაინა ებრძვის რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, გაერთიანებული სამეფო იქნება კიევის ერთგული პარტნიორი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა.
უილიამსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში ეხმარება, რაც სხვადასხვა საწვრთნელი პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს.