The Telegraph - ბრიტანელი კონსერვატორები ტერეზა მეის გადადგომას სთხოვენ
The Telegraph - ბრიტანელი კონსერვატორები ტერეზა მეის გადადგომას სთხოვენ

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კონსერვატორები გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ჟურნალისტების ცნობით, კონსერვატორმა დეპუტატებმა უკვე შეადგინეს იმ პოლიტიკოსების ნუსხა, რომლებმაც შესაძლოა, დაიკავონ ტერეზა მეის თანამდებობა, 2019 წელის აპრილში, როდესაც ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს.

კონსერვატორი დეპუტატები უკმაყოფილოები არიან ევროკავშირთან „ბრექსითის“ პირობებზე მიმდინარე მოლაპარაკებებით.

როგორც The Telegraph-ი წერს, ტერეზა მეის თანამდებობაზე განიხილება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემმი ჰანთი, შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავადი, ჯანდაცვის მინისტრი მეთიუ ჯენკოკი და სხვები.
შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში „ბი-ბი-სი-მ“ გაავრცელა ცნობა, რომ 50 დეპუტატი მზადაა ტერეზა მეის გადადგომა მოითხოვოს.