„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი – საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება

22:09, 23.07.2026

საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება, – ამის შესახებ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ დაუფასებელია როგორც ტურისტული მიმართულება და ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყანა.

„საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში 0%-იან კორპორაციულ გადასახადს იხდიან, ხოლო დივიდენდებსა და ხელფასებზე მხოლოდ 5%-იან გადასახადს”, – აღნიშნა დუროვმა.

ცნობისთვის, პაველ დუროვი მანამდე საქართველოში იმყოფებოდა.

 

მსგავსი