„ტელეგრაფი“ - „მსურველთა კოალიციის“ რამდენიმე წევრს სურს, რომ უკრაინის საკითხზე ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში ევროპის სახელით პროცესებს ემანუელ მაკრონმა უხელმძღვანელოს
„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, „მსურველთა კოალიციის“ რამდენიმე წევრს სურს, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში ევროპის სახელით პროცესებს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უხელმძღვანელოს.
ელისეის სასახლიდან გამოცემის წყარომ განაცხადა, რომ მაკრონი მზად არის ამ როლის შესასრულებლად, „როცა ამის დრო მოვა“. კითხვაზე, მოვიდა თუ არა კრემლის ხელმძღვანელთან კონტაქტების განახლების დრო, ელისეის სასახლის სპიკერმა განაცხადა, რომ ალბათ ჯერ არა.
როგორც 3 აპრილს ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა აღნიშნა, „მსურვლეთა კოალიცია“ შეთანხმდა, რომ რაღაც მომენტში, სულ მცირე, ერთ ევროპელ ლიდერს მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკება.
გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი არ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას კრემლის ხელმძღვანელთან, ვლადიმერ პუტინთან.