„ტელეგრაფი“ - „მსოფლიო რაგბი“ შეცვლის რაოდენობის შემცირებას განიხილავს
„ტელეგრაფი“ - „მსოფლიო რაგბი“ შეცვლის რაოდენობის შემცირებას განიხილავს

„ტელეგრაფის“ (The Telegraph) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მსოფლიო რაგბი“ (World Rugby) განიხილავს მატჩის მიმდინარეობისას დაშვებული შეცვლის შემცირების საკითხს, რათა თამაშის ტემპმა მოიმატოს და ტრავმებმა იკლოს. ამჟამად, რაგბიში რვა შეცვლაა დაშვებული და ოდენობის შემცირება ექვსამდე ან ოთხამდე იგეგმება.

წყაროს მიხედვით, რაგბის მმართველი ორგანიზაცია სწავლობს შიდა ტურნირების სტატისტიკას, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

კვლევის საბაბი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის განცხადებაა, რომელმაც თქვა, რომ შეცვლის რაოდენობამ მინიმუმ ორით უნდა მოიკლოს, რათა თამაში გამრავალფეროვნდეს და აჩქარდეს.

„ჩვენ რაგბიში დაღლილობა უნდა დავაბრუნოთ, რათა უკანახაზელებისთვის სივრცეები შეიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაგბი ამერიკულ ფეხბურთს ემსგავსება“, – განაცხადა ავსტრალიელმა სპეციალისტმა.

ჯონსი მარტო არ არის – იგივე აზრზეა ინგლისის ნაკრების ყოფილი კვაჭი ბრაიან ბურიც, რომელიც დიდი ხანია შეცვლის რაოდენობის შემცირებას ადვოკატირებს. პოპულარულ არბიტრ ნაიჯელ ოუენსის აზრით, დასვენებული ხალხის მოედანზე შემოსვლა განსაკუთრებულ რისკს უქმნის მათი დაღლილი მეტოქეების ჯანმრთელობას და შეცვლის შემცირება რაგბის უფრო უსაფრთხოს გახდის.

„მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო ოფიცრის, ეანა ფავლის თქმით, მმართველი ორგანიზაცია საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ კვლევის შედეგების მიხედვით მიიღებს, რომელიც კონკრეტულ ფაქტებზე იქნება დამყარებული.

დატოვე კომენტარი