თელავში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში მცხოვრებ 103 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ 
თელავში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში მცხოვრებ 103 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ 

თელავში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში მცხოვრებ 103 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცათ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცნეს.

როგორც კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საკუთრებაში გადაცემის შემდეგ ბინებში ჩამოყალიბდება ამხანაგობა, ხოლო თელავის მერია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იზრუნებს.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ბინები საკუთრებაში გადაეცა, სოციალური შემწეობა შეუნარჩუნდება.

დატოვე კომენტარი