თელავში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა
თელავში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 17 წლის გოგონა და 60 წლამდე ქალი მოიწამლნენ. როდესაც მათ თავი შეუძლოდ იგრძნეს, სამაშველო სამსახურში დარეკვა მოახერხეს.

თვითმხილველების თქმით, მაშველები და სამართალდამცველები ბინაში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შევიდნენ. ორივე მოწამლული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, მოწამლულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.