თელავში საპროტესტო მსვლელობა იმართება ლოზუნგით „არა ნაცებს, არა ძალადობრივ რეჟიმს"
თელავში საპროტესტო მსვლელობა იმართება ლოზუნგით „არა ნაცებს, არა ძალადობრივ რეჟიმს"

„არა ნაცებს, არა ძალადობრივ რეჟიმს” ამ ლოზუნგით თელავში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

„დღეს ჩვენ სხვადასხვა ასაკის,პროფესიისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები შევიკრიბეთ და როგორც თელავს, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებსაც მოვივლით. მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ მისცენ ხმა სისხლისმღვრელი და ძალადობრივი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას”,-განაცხადა აქციის მონაწილემ, მამუკა ბურდიაშვილმა

აქციას სოფელ ყარაჯალის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

„ჩვენთან მოსახლეობას „ნაციონალები“ რაღაცეებს დაპირდნენ და პირველ ტურში ბევრი ხმები მაგიტომ აიღეს, ახლა ხალხი გამოფხიზლდა და მეორე ტურში სულ სხვა შედეგებს ველოდებით”,- განუცხადა პირველ არხს ალი ისაევმა.

მსვლელობაში მონაწილეობს სამოქალაქო აქტივი და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მოსახლეობას მოუწოდებენ, გააკეთონ პრინციპული არჩევანი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ