თელავში საპროტესტო აქციის დროს დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს
თელავში საპროტესტო აქციის დროს დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს

თელავში დეპუტატის ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურეობრივი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. თბილისში დააკავა.

ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ქალაქ თელავში საპროტესტო აქციის დროს ზ.ბ. საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას სამსახურებრივ ავტომანქანას თავს დაესხა და დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი