თელავში სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა 2019“ გაიმართება
თელავში სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა 2019“ გაიმართება

ერეკლე მეორის დაბადების დღეს, 7 ნოემბერს მეფე ერეკლეს სასახლისა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება.

ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ბატონის კარის ეკლესიაში გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო პავილიონები და საბავშვო ატრაქციონები მოეწყობა.

მეფის სასახლის ისტორიულ კომპლექსში ფოლკლორული ფესტივალი და მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართება, დასახელდებიან თელავის საპატიო მოქალაქეები.

სახალხო დღესასწაულს ქართული ესტრადის ვარსკვლავების გალაკონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.