თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

თელავში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ოფისში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, შეკრების მიზანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და კოორდინაციაა. მათივე თქმით, 15 მაისის აქციის მნიშვნელობაზე ინფორმაციას ყველა ქალაქსა და სოფელში მცხოვრებ ოჯახებს მიაწვდიან.

„ყველამ ერთად პარტიული კუთვნილება გვერდზე უნდა გადავდოთ და დავიწყოთ ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყანას გადაარჩენს. ამიტომ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ ხელისუფლების პირობებში უჭირს, უნდა დადგეს იქ და გამოხატოს პროტესტი. ეს უნდა იყოს პროტესტი, რომელიც შეცვლის დღევანდელობას უკეთესი მომავლით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბოტკოველმა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.