თელავში მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
თელავში მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება ხალხმრავალი ადგილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ადგილზე გაეცნო პროცესს და განაცხადა, რომ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით თელავის ყველა ცენტრალური ქუჩის მორეცხვა იგეგმება.