თელავში ხუთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი იმოძრავებს
თელავში ხუთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი იმოძრავებს

თელავში ხუთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი იმოძრავებს.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა, 8,5 მეტრიანი ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსები თელავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა.

„პირველ ეტაპზე, ქალაქის მაშტაბით, მოსახლეობას ხუთი ავტობუსი უფასოდ მომემსახურება. შემდეგ კი, მგზავრობის ტარიფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაადგენს. მომავალ წელს მუნიციპალიტეტს კიდევ 20 ავტობუსი დაემატება. ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ქალაქს ეყოლებოდა მუნიციპალური ტრანსპორტი და დღეს ამ დაპირების შესრულების დღეა. ავტობუსები ქალაქში პირველ ეტაპზე 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოძრავებს, რომელთათვის აშენდა სპეციალური ახალი დეპო. პანდემიიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესაბამისად, ავტობუსებში დაცულია ჰიგიენის ნორმები. რაც შეეხება მარშრუტებისა და გასაჩერებელი ადგილების დაგეგმვას, პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.