თელავში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თელავში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თელავში. კახეთის გუბერნატორმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს, სანთლები აანთეს და 9 აპრილის ღამის მოვლენები გაიხსენეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის აგრესია საქართველოზე დღემდე გრძელდება.

„სამწუხაროდ, ჩვენი გმირების თავგანწირვის შედეგად მოიპოვა ქვეყანამ დამოუკიდებლობა. მათ ხსოვნას პატივს მივაგებთ.

დღესაც ჩვენი ქვეყნის ოც პროცენტზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ქვეყანა კვლავაც განიცდის ამ ზემოქმედებას, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ძალიან მალე მშვიდობიანად ვიცხოვრებთ გაერთიანებულ ქვეყანაში“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 32 წლის წინ, საბჭოთა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.