თელავში 70 წლის მამაკაცს ეძებენ
თელავში 70 წლის მამაკაცს ეძებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში რამდენიმე დღეა, 70 წლის მამაკაცს, მერაბ (აბელა) ამბროსიძეს ეძებენ.

მამაკაცი სახლიდან ოთხი დღის წინ დილით გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ოჯახმა საკუთარი ძალებით უშედეგო ძებნის შემდეგ სამართალდამცველებს მიმართა.

სამძებრო პროცესში ჩაერთულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.