საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გუნდის პრესსამსახურის ცნობით, მომავალი სეზონიდან ამ პოსტზე 35 წლის გიორგი ჭელიძე იმუშავებს.
გიორგი ჭელიძე 1986 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა. ფეხბურთელობისას საკმაოდ შედეგიან თავდამსხმელს, მოთამაშის კარიერაც შთამბეჭდავი ჰქონდა – თბილისის „მერანი-91“, თბილისის „ოლიმპი“, „თბილისი“, ბათუმის „დინამო“, მოსკოვის „ლოკომოტივი“, ლუგანსკის „ზორია“, ბოლნისის „სიონი“, „ზესტაფონი“, რუსთავის „მეტალურგი“, ბაქოს „ნეფთჩი“, თურქეთის „სამსუნსფორი“, ისრაელის „სექცია“, თბილისის „ლოკომოტივი“.
გიორგი ჭელიძე უეფა-ს უმაღლესი სამწვრთნელო კატეგორიის, პრო ლიცენზიის მფლობელია – მან სამწვრთნელო საქმიანობა 2016 წელს თბილისის „შევარდენი 1906“-ში დაიწყო, შემდეგ კი ტყიბულის „მეშახტეს“, ქობულეთის „შუქურას“ და თბილისის „საბურთალო II“-ს წვრთნიდა.
სამწვრთნელო შტაბში გიორგი ჭელიძის პირველი ასისტენტი 48 წლის ლევან ხომერიკი იქნება, რომელიც გულშემატკივარს წარსულში ბათუმისა და თბილისის „დინამოს“, ბელგიური „მეხელენის“, შვეიცარიული „აარაუსა“ და „ვოლენის“, აგრეთვე ისრაელის ჰაიფას „ჰაპოელი“” თავდამსხმელი იყო. მეკარეების მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი, 43 წლის თამაზ ოდიკაძე იმუშავებს.