საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ღირსებას 30 წლის სერბი თავდამსხმელი, დეიან გეორგიევიჩი დაიცავს, – ინფორმციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
დეიან გეორგიევიჩი 30 წლის ფეხბურთელია. კარიერა „ზემუნის“ აკადემიაში დაიწყო და მთავარ გუნდში დააწინაურეს. 2011 წელს სერბეთის ერთ-ერთ გრანდს, „პარტიზანს“ შეუერთდა, მაგრამა ადგილი ვერ დაიმკვიდრა და „ტელეოპტიკში“ გადავიდა.
2014 წლის ზაფხულში სუბოტიცას „სპარტაკს“ მიაშურა, ითამაშა ასევე „ინდჯიაში“, „ვოზდოვაცში“, უნგრულ „ფერენცვაროშში“, პავლოდარის „ირტიშში“, ბოსნიურ „ველეჟ მოსტართან“, სლოვენიურ „დომჟალეში“, წავიდა აფრიკაში და ტანზანიურ „სიმბაშიც“ სცადა ბედი, მერე ევროპაში დაბრუნდა და ბოსნიურ „პოსუეში“ თამაშობდა.
მისი ბოლო გუნდი სერბეთის პირველი ლიგის ბელგრადის ოფკ გახლდათ, რომელთანაც ტურნირი მოიგო და მთავარ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, 13 ბურთით კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.