„თელავმა“ ხუთი ახალი მოთამაშე წარადგინა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„თელავის“ ღირსებას დაიცავენ 25 წლის მიხეილ ბაშელეიშვილი, 26 წლის გიორგი ქანთარია, 21 წლის თორნიკე მორჩილაძე, 23 წლის ფირუზ გაბიტაშვილი და 22 წლის ბოსნიელი ამარ ბეგიჩი.
ნახევარმცველი მიხეილ ბაშელეიშვილი ბოლოს წყალტუბოს „სამგურალში“ თამშობდა. მას „თელავის“ გულშემატკივართან წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, რადგან „თელავში“ ოთხი სეზონი გაატარა და 2021 წლის სეზონში გუნდის კაპიტანიც გახლდათ.
გიორგი ქანთარიაზეც, ფაქტობრივად, იმავეს თქმა შეიძლება – ნახევარმცველი, რომლის ბოლო კლუბი აზერბაიჯანული „კაპაზი“ იყო, თელაველი გულშემატკივრებისთვის ასევე კარგად ნაცნობი ფეხბურთელია – მან გუნდში შარშანდელი სეზონის ნახევარი გაატარა და აზერბაიჯანში შემდეგ წავიდა.
თორნიკე მორჩილაძე „დინამო თბილისის“ შემტევი ნახევარმცველია. თბილისურ კლუბის აღზრდილმა უკვე ყოფილ გუნდში არასრული ორი წელი გაატარა და 39 მატჩი ჩაატარა. ფირუზ გაბიტაშვილიც ყოფილი დინამოელია, თუმცა უთამაშია ლაგოდეხის „ჰერეთში“, „გაგრასა“ და ბოლნისის „სიონში“.
ნახევარმცველ ამარ ბეგიჩის ბოლო კლუბი ბოსნიური „ბორაცი“ იყო. კარიერა მოკრძალებულ ბოსნიურ გუნდში, დობოი კაკანის „მლადოსტში“ 2019 წელს დაიწყო, 2021 წელს ბანია ლუკას „ბორაცს“ მიაშურა, სადაც ორი სრული სეზონი დაჰყო.