თელავის საკრებულოს დეპუტატი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი
თელავის საკრებულოს დეპუტატი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი

თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი თელავის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, ის ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებამდე საკრებულოს წევრის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

საგამოძიებო უწყებაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გრემელაშვილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. დაზარალებულები კომენტარს არ აკეთებენ.

დატოვე კომენტარი