თელავის ქუჩებში დეზინფექცია ტარდება
თელავის ქუჩებში დეზინფექცია ტარდება

თელავში ცენტრალური ქუჩები და ტროტუარები სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

პროცესში ჩართული არიან თელავის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე-მაშველები. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და ხვალ საღამოს, კომენდანტის საათის დაწყებისთანავე სხვა ქუჩებზეც ჩატარდება.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ორ კვირის შემდეგ ქალაქში კვლავ ჩატარდება. ასევე იგეგმება მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოების ხსნარებით დამუშავებაც.