თელავში სეტყვის შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დაზიანებულა
თელავში სეტყვის შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დაზიანებულა

თელავში ცოტა ხნის წინ სეტყვა დაფიქსირდა.

სეტყვა დაახლოებით ხუთი წუთის განავლობაში გრძელდებოდა.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილი ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დაზიანებულა.

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ეფექტურად იმუშავა, შედეგად მრავალწლიანი ნარგავები გადარჩა“ ,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

ამასთან, თელავის მერიის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის სოფლებიდან შეტყობინება არ მიუღიათ.

თელავში მიმდინარე წელს ეს სეტყვის პირველი შემთხვევაა.