თელავის მერის მოადგილე გიგა თუშიშვილი და მერიის სამი სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
თელავის მერის მოადგილე გიგა თუშიშვილი და მერიის სამი სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

​თელავის მერის პირველმა მოადგილე გიგა თუშიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამასთან, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები დაწერეს ადმინისტრაციის უფროსმა, ინფრასტრუქტურისა და აუდიტის სამსახურის უფროსებმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი გათავისუფლებული თანამშრომლიდან სხვა პროფილით საჯარო სამსახურში მხოლოდ ერთი დასაქმდა.

საქართველოს პირველ არხს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა მიზეზების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„ერთი მოადგილისა და სამი სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია, ზოგიერთი სხვა სამსახურში გადავიყვანეთ, ზოგიც კერძო სექტორში გადავიდა“, – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

სამსახური ორი თვის წინ მერის ორმა მოადგილემ ალექსანდრე საჩიშვილმა და გურამ გურაბანიძემაც დატოვეს. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ საკადრო ცვლილებები სამსახურების უფროსების შემდეგ რიგით თანამშრომლებზეც გავრცელდეს.

დატოვე კომენტარი