თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არჩევნების  შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცეს
თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცეს

თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები დაამტკიცეს.

შემაჯამებელ ოქმს გაყალბებული უწოდეს და ხელი არ მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. მათ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. ოქმის ობიექტურობა ეჭქვეშ დააყენა, თუმცა დოკუმენტს ხელი მოაწერა ,,პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა. ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიცია არ გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, ოქმები ყველა წესის დაცვით შედგა და გაყალბება არ მომხდარა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ოლქში პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

დატოვე კომენტარი