თელავის კლინიკაში მომუშავე ერთ-ერთი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

14:10, 16.12.2020

თელავის კლინიკაში მომუშავე ერთ-ერთი ექიმი 80 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ის თავდაპირველად თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისის ერთ – ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვალების  მიზეზი, ვირუსთან ერთად თანხმლები დაავადებები გახდა.

ექიმი თელავის ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმი-პედიატრი, ბოლო წლებში კი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო.

 

მსგავსი