„თელავიდან“ კიდევ სამი მოთამაშე წავიდა
„თელავიდან“ კიდევ სამი მოთამაშე წავიდა

სეზონის დასრულების შემდეგ ყველა გუნდში საკადრო ცვლილებები მოხდა – გამონაკლისი არც „თელავია“, რომელმაც სადებიუტო სეზონში ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოსტრანსფერმარკეტის“ ცნობით, „თელავი“ სამმა მოთამაშემ დატოვა. პირველი მათგანი ალეკო კოშკაძეა – 39 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. გამოცდილი ვეტერანი 8 წელი თბილისის „დინამოს“ კაპიტანი იყო.

მას გარდა თელაველები შეელივნენ 26 წლის თავდამსხმელს, გურამ სამუშიას, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. გუნდი დატოვა 23 წლის სომეხმა ნახევარმცველმა ჰოვანეს პოღოსიანმაც, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა.

მანამდე გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს შეელია: გოგა ჩაბრაძე და ნიგერიელი რაფაელ ჩუკვურა კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებენ. ცენტრალური მცველი ანტონ თოლორდავა ესტონეთში წავიდა და ტალინის „ლევადიაში“ ითამაშებს. 25 წლის ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილი გორის „დილას“ ღირსებას დაიცავს, ხოლო ოთო გოშაძე „საბურთალოში“ დაბრუნდა.

დატოვე კომენტარი