საფეხბურთო კლუბმა, „თელავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე თბილისში მორიგი ტესტმატჩი ერევნის „პიუნიკთან“ გამართა და შეხვედრა 0:0 დაასრულა.
„თელავმა“ სომხეთის 15-გზის ჩემპიონთან და იქაური პრემიერლიგის გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონთან შერეული შემადგენლობით ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ „პიუნიკთან“ თავის გამოჩენის შანსი ყველას მისცა, ვინც განკარგულებაში ჰყავდა – ითამაშეს ახალწვეულებმაც და გასინჯვაზე მყოფებმაც. მათ შორის იყვნენ გიორგი ქანთარია და გურამ გოშთელიანი.
შეგახსენებთ, „პიუნიკი“ ევროტურნირებამდე თბილისურ შეკრებაზე ერთი კვირა იმყოფებოდა და წყალტუბოს „სამგურალი“ მოულოდნელად 7:1 დაამარცხა.
„თელავმა“ კი მოსამზადებელ ეტაპზე თბილისში მეორე მორიგი ტესტმატჩი გამართა – პირველ შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ 4:3 დაამარცხა. „თელავის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე მოსამზადებელ ეტაპზე მეორე წრისთვის შემადგენლობას არჩევს.