„თელავი“ ოთხ ლიდერს შეელია - კახელები 2022 წელს ახალი გუნდით და მწვრთნელით შეხვდებიან #1TVSPORT
„თელავი“ ოთხ ლიდერს შეელია - კახელები 2022 წელს ახალი გუნდით და მწვრთნელით შეხვდებიან #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბის, „თელავის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბი ოთხ ლიდერს შეელია.

„რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ სკ „თელავი“ არ იშლება და კლუბის ხელმძღვანელობაც აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ფეხბურთელებთან ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, მაგრამ უდიდესი სურვილისა და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით. ჩვენი გუნდის მაისურით მომავალი სეზონიდან არ ითამაშებენ მიხეილ ბაშელეიშვილი, ირაკლი რუხაძე, თორნიკე ძოწენიძე და ლაშა შერგელაშვილი“ – წერია „თელავის“ პრესსამსახურის განცხადებაში.

გამომდინარე აქედან, კლუბმა გავარცელა ცნობა, რომ 2022 წლიდან ეროვნულ ლიგაში გუნდი გაახალგაზრდავებულ შემადგენლობას დაეყრდნობა.

„დაბეჯითებით გეტყვით, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კლუბი, ცხადია, არსებობას არ წყვეტს, მაგრამ 2022 წლის ეროვნულ ჩემპიონატში „თელავი“ ფაქტობრივად, სრულიად ახალი გუნდით და თავისთავად, ახალი მწვრთნელით მიიღებს მონაწილეობას და ასევე ისიც გვჯერა, რომ ჩვენს დევიზს არ გადავუხვევთ. „თელავი“ მადლობას უხდის ბიჭებს, ჩვენი გუნდისთვის კოლოსალური შრომით და სიყვარულით გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ თითოეულ მათგანს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს ვუსურვებთ“, – ვკითხულობთ კლუბის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.