„თელავი“ მირიან ჯიქიმაც დატოვა #1TVSPORT
„თელავი“ მირიან ჯიქიმაც დატოვა #1TVSPORT

„თელავი“ კიდევ ერთმა მოთამაშემ დატოვა – გუნდს ყოფილი კაპიტანი, მირიან ჯიქია დაემშვიდობა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„მირიან ჯიქიაც დაგვემშვიდობა და ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სიტყვების პოვნაც გვიჭირს. ის გუნდში 2017 წელს მოვიდა და ერთადერთი ფეხბურთელი იყო, ვინც პირველივე სეზონში, მესამე ლიგასა და საქართველოს თასზე ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. შვიდი წელი, 194 თამაში, მინდორზე გატარებული 15 256 წუთი და ხუთი გატანილი გოლი – ასეთია „თელავში“ მისი მონაგარია .

მერე კი იყო ლიგიდან ლიგაში გადასვლით გამოწვეული სიხარული. მოედანზე ლიდერი ერთხანს ჩვენი გუნდის კაპიტანიც იყო და სამკლავურსაც ღირსეულად ატარებდა. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, ყოველივე საუკეთესოს და წინსვლა-წარმატებას გისურვებთ“, – წერია „თელავის“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დარულების შემდეგ საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა, 51 წლის გეორგიოს კოსტისმა, მისმა თანაშემწემ, ფიზმომზადების სერბმა სპეციალისტმა, მილოშ დიუროვიჩმა და ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა.