„თელასში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დიღომში ელექტროენერგიის მიწოდება ყველა მომხმარებლისთვის აღდგენილია
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ამწემ, რომელიც სხვა ორგანიზაციას ეკუთვნის, დიღომში მაღალი ძაბვის ხაზი დააზიანა, რის გამოც 70 000 მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა.
„თელასში“ განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ელექტროენერგია ყველა მომხმარებლისთვის აღდგენილია.
„დღეს, 12:32 საათზე „დიღომი -102“ მაღალი ძაბვის ხაზი დააზიანა ამწემ, რომელიც სხვა ორგანიზაციას ეკუთვნის. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 70 000 მომხმარებელს. სარეზერვო სქემით კომპანიამ 13:22 წუთზე შეძლო მომხმარებლების 80%-ისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები კომპანიამ ოპერატიულად აწარმოა და ყველა მომხმარებელს 14:00 საათისთვის ელექტროენერგიის მიეწოდება აღუდგა“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.