„თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები 27 დეკემბერს გამოცხადდება
„თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები 27 დეკემბერს გამოცხადდება

“თელასისა” და “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტარიფები 27 დეკემბერს გამოცხადდება.

სემეკ-ში სამომხმარებლო ტარიფების საკითხის განხილვა გადაიდო.

27 დეკემბერს ცნობილი გახდება, თუ რა ტარიფით გადაიხდის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს 2018 წლის 1 იანვრიდან. კომისია “ჟინვალჰესის” წარმოების ტარიფსაც დაადგენს.

ამ წუთებში კი სემეკ-ში “სახელმწიფო ელექტროსისტემის” გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის, ასევე “ენერგო-პრო ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული 5 ჰესის წარმოების ტარიფებზე მსჯელობენ.