„თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებზე სემეკ-ი 25 დეკემბერს იმსჯელებს
„თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფებზე სემეკ-ი 25 დეკემბერს იმსჯელებს

სემეკ-ის პრესსპიკერის, ქეთი ბერიკაშვილის განცხადებით, კომისია „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფებზე 25 დეკემბერს იმსჯელებს.

ამის შესახებ ქეთი ბერიკაშვილმა ჟურნალისტებს სამომხმარებლო ტარიფზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე ჰესებისა და თბოსადგურებისთვის წარმოების ტარიფზე იმსჯელებენ, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია სამომხმარებლო ტარიფის დაანგარიშებისას.

ქეთი ბერიკაშვილის განცხადებით, დღეს კომისია იმსჯელებს ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურების ტარიფების დადგენის საკითხებზე, ჟინვალჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ტარიფებზე, ასევე თბოელექტროსადგურების შემთხვევაში “ჯიფაუერის”,, გარდაბნის თბოსადგურის”, “მტკვარი ენერჯისა და “ საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის საკუთრებაში არსებული თბოელექტროსადგურების ტარიფებზე.

„ეს არის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება დადგენილი ტარიფი, აღნიშნულ კომპონენტთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ყველა კომპონენტი იქნება განსაზღვრული, დასადგენი იქნება ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფები, 25 დეკემბერს კომისიას ექნება შესაძლებლობა იმსჯელოს “თელასისა” და “ენერგო პროს ჯორჯიასთვის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფებზე“, – განუცხადა ქეთი ბერიკაშვილმა ჟურნალისტებს.