„თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა
„თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ვახტანგ ქინქლაძემ თანამდებობა დატოვა. კომპანიის ცნობით, ქინლაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და ის სხვა სამსახურში გადავიდა.

ვახტანგ ქინქლაძემ კომპანია „თელასში“ მუშაობა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. როგორც „თელასში“ აცხადებენ, ვახტანგ ქინქლაძის კომპანიაში მუშაობის პერიოდში მრავალი პროექტი განხორციელდა, რომელთა მიზანი იყო თბილისის ელექტრომომარაგების საიმედოობის და ხარისხის გაუმჯობესება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.