„თელასი“ - უამინდობით გამოწვეული დაზიანებების სიმრავლის გამო „თელასის“ ტექნიკური სამსახურები მობილიზებულია და გადასულია მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე
კომპანია „თელასის“ განცხადებით, მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70 000 მომხმარებელს მთაწმინდის მაღალი ძაბვის ხაზზე ავარიული სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.
თელასის ცნობითვე, 13:00 საათისათვის ტექნიკური სამსახურების მიერ აღდგენილია დიღმის რაიონში 30 000 მომხმარებლების ელექტრომომარაგება, ასევე სოლოლაკის და ვარკეთილის რაიონების 28 000 მომხარებლის ელექტრომარაგება.
„უამინდობით გამოწვეული ქსელში დაზიანებების სიმრავლის გამო „თელასის“ ტექნიკური სამსახურები მობილიზებულია და გადასულია მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.