„თელასი“ - სერვერებზე 2 აგვისტოს ჰაკერული თავდასხმა მოხდა, შეფერხდა კომპანიის სხვადასხვა პროგრამული მოდულებისა და სერვისების მუშაობა, დედაქალაქის ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს
„თელასი“ - სერვერებზე 2 აგვისტოს ჰაკერული თავდასხმა მოხდა, შეფერხდა კომპანიის სხვადასხვა პროგრამული მოდულებისა და სერვისების მუშაობა, დედაქალაქის ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს

სს „თელასის“ ინფორმაციით, 2 აგვისტოს სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, შეფერხდა კომპანიის სხვადასხვა პროგრამული მოდულისა და სერვისის მუშაობა.

კომპანიის ცნობით, ამჟამად ვერ სრულდება მომხმარებლისთვის ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა ავარიულ გათიშვებსა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ასევე შესაბამის ორგანიზაციებთან წინასწარი ინფორმაციის გაგზავნა თბილისის ელექტროქსელში დაგეგმილი სამუშაოების შეთანხმების შესახებ.

„კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მუშაობენ აღნიშნული პრობლემის უმოკლეს დროში მოსაგვარებლად. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. დედაქალაქის ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია „თელასის“ განცხადებაში.