„თელასი“ – საბურთალო 3-ის გადამცემ ხაზზე ავარიის სალიკვიდაციოდ სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 19:00 საათზე დასრულდება და 36 700 მომხმარებელს ელექტროენეეგიის მიწოდება აღუდგება
დღეს, 17:00 საათზე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ამწემ დააზიანა თელასის მაღალი ძაბვის ქვესადგურის, საბურათალო 3-ის მკვებავი ორი მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი გადამცემი ხაზი, რის გამოც საბურთალოს რაიონის 36 700 მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუყწყდა, – ამის შესახებ კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაო, რომელიც 19:00 დასრულდება და ყველა მომხმარებელს ელექტროენეეგიის მიწოდება აღუდგება.
„დღეს 17:00 ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ამწემ დააზიანა თელასის მაღალი ძაბვის ქვესადგურის, საბურათალო 3-ის მკვებავი ორი მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი გადამცემი ხაზი. ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუყწყდა საბურთალოს რაიონის 36 700 მომხმარებელს. კომპანიის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად შეუდგნენ მუშაობას ავარიის სალიკვიდაციოდ. აღდგენითი სამუშაო 19:00 დასრულდება და ყველა მომხმარებელს ელექტროენეეგიის მიწოდება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.